Skip to main content
Onex Georgia
Onex Georgia

მძღოლი

თბილისიმძღოლი, კურიერი
Full-timeNo experience
From ₾1,000 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 day ago4 views

Description

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:
"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან
ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი,
საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

პოზიციის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და გამოცდილ მძღოლს,
რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ტვირთის უსაფრთხო და დროულ
ტრანსპორტირებას დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების
სრული დაცვით.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა,
  • კომპანიის მხრიდან დადგენილი სტანდარტების დაცვა,
  • კომპანიის მხრიდან ჩაბარებულ ავტომობილზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება;
  • ტრანსპორტირებისას კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და
უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

უნარ-ჩვევები:
  •  დისციპლინირებული
  •  პუნქტუალური
  •  პასუხისმგებლიანი
  • შრომისმოყვარე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: 1 000 ლარიდან

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • Fitpass;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი
ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.
მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით

Similar jobs