
Employer
მებაღე
თბილისი
Full-timeNo experience
From ₾1,500 / month
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
6 hours ago82 views
Description
შპს „უნ 1“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №46
ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი — 10:00–19:00;
შაბათი — არასრული სამუშაო დღე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მებაღის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიებისა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
- გაზონის რეგულარული გაკრეჭვა და მოვლა;
- საჭიროების შესაბამისად ხეებისა და ბუჩქების დარგვა და გადარგვა;
- მცენარეთა ფორმირებითი ჭრის განხორციელება;
- ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და გამოხშირვა;
- მცენარეთა გარშემო სარწყავი ჯამების მოწყობა და ნიადაგის გაფხვიერება;
- მცენარეთა საჭიროებების შესაბამისად მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა;
- მცენარეთა პრევენციული და საჭიროებისამებრ სამკურნალო შეწამვლა მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით;
- გამწვანებული ტერიტორიების სარეველებისგან გაწმენდა;
- საჭიროების შესაბამისად მცენარეთა მორწყვა;
- სამუშაო ინვენტარის სათანადო გამოყენება, მოვლა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მოწესრიგება და დასაწყობება;
- სამუშაო მასალებისა და ინვენტარის საჭიროების შესახებ უფროსი მებაღის დროული ინფორმირება;
- გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამებაღეო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მცენარეთა მოვლა-პატრონობის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამებაღეო ინვენტარის გამოყენების ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მებაღედ მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაზგავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected]. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ მებაღე
განცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.
Requirements
ენები: ქართული
Similar jobs


T
ღამის ადმინისტრატორიTbilicity Hotel · თბილისი


