სწრაფი კვების ობიექტი „მაქს ფუდი“ ქალაქ გორში აფართოებს გუნდს და აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციებზე: მებურგერე
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუთი გათვალისწინებული პროდუქციის (შაურმა, ბურგერი) კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
- სამუშაო სივრცეში, დანადგარებსა და ინვენტარზე სისუფთავის შენარჩუნება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
- ინგრედიენტების მარაგების კონტროლი და დროული შევსება.
მოთხოვნები:
- აღნიშნული მიმართულებით (მეშაურმე, მებურგერე ან მეტოსტერე) სამუშაო გამოცდილება სასურველია;
- სისწრაფე და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდურობა და ენერგიულობა.
დამატებითი ინფორმაცია და გამოხმაურების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:
[email protected] ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.