
სასტუმრო Grand Bellagio
მიმღების ადმინისტრატორი
ბათუმი
Full-timeNo experience
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
7 hours ago19 views
Description
სასტუმრო Grand Bellagio ბათუმში იწვევს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატებს მიმღების ადმინისტრატორის (Receptionist) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც იქნება სასტუმროს სახე, უზრუნველყოფს სტუმრების პროფესიონალურ მომსახურებას და შექმნის პოზიტიურ პირველ შთაბეჭდილებას.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენ გთავაზობთ:
მისამართი: ბათუმი, [ლეხ და მარია კაჩინსკის #3]
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც იქნება სასტუმროს სახე, უზრუნველყოფს სტუმრების პროფესიონალურ მომსახურებას და შექმნის პოზიტიურ პირველ შთაბეჭდილებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- შემოსულ ზარებსა და ელ-ფოსტაზე დროული, კომპეტენტური პასუხის გაცემა;
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ;
- ჯავშნების სისტემასთან (PMS) მუშაობა და მონაცემების ზუსტი აღრიცხვა;
- ფრონტ ოფისის მიმდინარე დოკუმენტაციის წარმოება და მენეჯერის დავალებების შესრულება;
- სტუმრების მოთხოვნებზე, შენიშვნებსა თუ პრეტენზიებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა. (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას
- კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
მისამართი: ბათუმი, [ლეხ და მარია კაჩინსკის #3]
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
Requirements
ენები: ინგლისური
Similar jobs




From ₾1,050


