კაფე „შამპანერია“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„შამპანერია“ არის მცირე, მყუდრო კაფე, რომელიც აერთიანებს საუზმეების კულტურას და შუშხუნა ღვინოსთან შეხამებულ კერძებს. ჩვენი კონცეფცია დაფუძნებულია თანამედროვე, ესთეტიკურ და გემოვნურად დაბალანსებულ მენიუზე.
კაფე არის პატარა ფორმატის, შესაბამისად სამუშაო გარემო უფრო მშვიდი და დაბალი დატვირთვისაა.
პოზიცია მიმტანი მოიცავს როგორც სტუმრების მომსახურებას, ასევე ყავის და ბარის მიმართულებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და მომსახურება;
- შეკვეთების მიღება და გაცემა;
- ყავის და მარტივი სასმელების მომზადება;
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა დარბაზში და ბარში.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება;
- ინგლისური ენა — საკომუნიკაციო დონეზე;
- რუსული ენა — სასურველი.
უპირატესობა:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ყავისა და ბარის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების უნარი და სტუმრებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
- ენერგიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
- ინტერესის არსებობა ღვინოსა და სასმელების მიმართ.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 2/2;
ანაზღაურება: 70 ლარი დღეში + ბონუსი + ჩაი (tips);
ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ, ბარათზე ჩარიცხვით;
კვება უზრუნველყოფილია.
განაცხადი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე:
CV-ის ნაცვლად ასევე მისაღებია მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე და გამოცდილებაზე, ტელეფონის ნომრით მოგვაწოდოთ.
სათაურის ველში მიუთითეთ:
მიმტანი / შამპანერია