Skip to main content
Geosm
Geosm

მიწოდების განყოფილების თანამშრომელი

Full-timeNo experienceთბილისი
From ₾1,400 / month
2 weeks ago33 views

Description

კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა
  • შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
  • ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
  • მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე
  • უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი
  • საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • პუნქტუალური;
  • მოტივირებული;
  • თავაზიანი;
  • მოთმინების უნარის მქონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული 1400 ლარი;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ- ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით, საშუალოდ 300-400 ლარი) + ჯანმრთელობის დაზღვევა;)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

Requirements

ენები: ქართული
მართვის მოწმობა: B

Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs