Skip to main content
ბონ აპეტიტო
ბონ აპეტიტო

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Full-time1-2 years
₾80 - ₾100 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

15 hours ago2 views

Description

 ბონ აპეტიტო აცხადებს მოლარე-კონსულტანტიი ვაკანსიას.

ბონ აპეტიტო – თქვენი შესაძლებლობაა. გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს. დღის და ღამის ცვლებში დილის 09-00-21:00 ან საღამოს 20:00-09:00. ასევე შესაძლოა ნახევარი განაკვეთი საღამოს 18:00-11:00. ობიექტი მდებარეობს მარჯანიშვილზე მეტროსთან ახლოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების პროფესიული და თავაზიანი მომსახურება სალაროსა და სავაჭრო სივრცეში;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და პროდუქციის შეთავაზება;
  • სალაროს ოპერაციების (გადახდების მიღება, ჩეკების გაცემის) ზუსტი შესრულება;
  • პროდუქციის განლაგება და ვიტრინების მოწესრიგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
  • საქონლის მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსება;
  • კლიენტების კითხვებზე სწრაფი და ამომწურავი პასუხების გაცემა;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი დატვირთულ გარემოში;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობები და სარგებელი:
  • სტაბილური ანაზღაურება: 80-100 ლარი დღეში;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამშრომელთა სპეციალური ფასდაკლებები და ბონუსები.

Similar jobs