Skip to main content
ზოომაღაზია ლე ფეთ’ითი
ზოომაღაზია ლე ფეთ’ითი

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Full-timeNo experience
From ₾1,200 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

8 hours ago55 views

Description

LE PET’IT — შინაური ცხოველებისთვის უნიკალური და განსხვავებული პროდუქციის ონლაინ და ფიზიკური ზოომაღაზიაა — მეორე ფილიალისთვის ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, არაყიშვილის ქ. N14
გრაფიკი: სრული განაკვეთი — 11:00–21:00, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება (შაბათ-კვირას)
ანაზღაურება: 1200 ლარი + პერიოდული ბონუსები
ანაზღაურების სწრაფი ზრდის რეალური შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები
  • მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
  • გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა;
  • სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება-ჩაბარება და თაროებზე განთავსება;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. საჭირო ცოდნასა და უნარებს ადგილზე შეგასწავლით. აუცილებელია სწავლისა და განვითარების სურვილი.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია
  • შინაური ცხოველების სიყვარული და მათთან ურთიერთობის სურვილი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
  • მონდომება და პოზიტიურობა

რას გთავაზობთ
  • სტაბილურ სამუშაოს განვითარებად კომპანიაში;
  • ანაზღაურების ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • პერიოდულ ბონუსებს;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ნაკლებ დატვირთულობას;
  • შინაური ცხოველების სფეროში საინტერესო და განსხვავებულ პროდუქტებთან მუშაობას.

თუ გსურთ გახდეთ LE PET’IT-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected]
გთხოვთ, ელფოსტის თემის ველში მიუთითოთ: „მოლარე-კონსულტანტი“.

Requirements

ენები: ქართული, ინგლისური

Similar jobs