Skip to main content
იზიდესქი
იზიდესქი

მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

თბილისი
Full-timeNo experience
From ₾1,500 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 hours ago65 views

Description

EZDESK აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
კომპანია: EZDESK (ezdesk.ge)

EZDESK ერგონომიული საოფისე ავეჯისა და სამუშაო სივრცის აქსესუარების მაღაზიაა. ჩვენი შოურუმი მდებარეობს ბიზნეს ცენტრ „ატრიუმში“, თბილისში, სადაც მომხმარებლებს ვეხმარებით კომფორტული და ფუნქციური სამუშაო გარემოს შექმნაში. ვეძებთ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მომხმარებლებზე იზრუნებს როგორც შოურუმში, ისე ონლაინ არხებით, კონსულტაციიდან გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე.

ძირითადი მოვალეობები
  • შოურუმში მოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და კონსულტაცია;
  • პროდუქტების დემონსტრაცია, მათი მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა;
  • გაყიდვის პროცესის წარმართვა პროდუქტის შერჩევიდან ანგარიშსწორებამდე, შოურუმში გადახდების მიღება და ინვოისების გაცემა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია ონლაინ არხებით: Instagram, Facebook, WhatsApp, ტელეფონი, ელფოსტა და ვებგვერდის ჩატი;
  • შეკითხვებზე დროული და ზუსტი პასუხი, მიწოდებისა და აწყობის დეტალების შეთანხმება მომხმარებელთან;
  • საგარანტიო, დაბრუნების და სხვა მიმართვების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასაუბრო და წერითი);
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მესენჯერებთან და ონლაინ მაღაზიის სისტემასთან მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ტექნოლოგიებითა და ერგონომიკით დაინტერესება ჩაითვლება პლუსად.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-20:00 (1 საათი შესვენება); შაბათი, კვირაგამოშვებით, 11:00-16:00;
დასვენების დღეები: კვირა და ყოველი მეორე შაბათი; მოქნილობა: საჭიროების შემთხვევაში, კოლეგასთან შეთანხმებით, სამუშაო დროს შოურუმის დატოვება შესაძლებელია;
ანაზღაურება: 1,500 ლარი ხელზე (ნეტი); მეორე თვიდან დამატებით ბონუსი გუნდის გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

შემოუერთდით EZDESK-ის გუნდს!

Requirements

ენები: ინგლისური, რუსული

Similar jobs