
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
მორიგე ფარმაცევტი
თბილისიმედიცინა
Full-timeNo experience
From ₾1,250 (see listing for pay period)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 hours ago8 views
Description
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ფარმაცევტის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
1) ორშაბათი-პარასკევი: 18:00 საათიდან 09:00 საათამდე
2) შაბათი-კვირა: 18:00 საათიდან 09:00 საათამდე ან 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების მოქმედების მექანიზმების ცოდნა;
- მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისთვის საჭიროებისამებრ მიწოდება, სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით;
- კლინიკის აფთიაქში შემოსული დანიშნულებების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
- პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა. მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის განთავსება მათთვის განსაზღვრულ ადგილზე მათი ინსტრუქციის შესაბამისად. ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით მარკირება, რათა დაცული იყოს ტემპერატურა, ტენიანობა, მათი ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა;
- ზემდგომი პირ(ებ)ისგან მოცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
- კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა;
- აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხი
- ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ფლობა B1 ან B2 დონეზე
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- წესრიგის დაცვა
- შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
Requirements
ენები: ინგლისური
Similar jobs


From ₾1,200


