Skip to main content
Eurobread Georgia
Eurobread Georgia

მთავარი მცხობელი

ბათუმიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 hours ago24 views

Description

Eurobread Georgia აცხადებს ვაკანსიას მთავარი მცხობელის პოზიციაზე
ქ. ბათუმი გენერალ ასლან აბაშიძის 38

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოში ცხობის სრული პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • არსებული რეცეპტურების ზედმიწევნით ცოდნა და ყველა სახის პროდუქციის უმაღლეს, პროფესიონალურ დონეზე დამზადება.
  • ქარხნის სპეციფიკისა და არსებული რეცეპტურების ანალიზი, დახვეწა და საწარმოო პროცესში საკუთარი პროფესიული ხედვისა და ინოვაციების დანერგვა.
  • დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის (დამხმარე მცხობელების) მუშაობის სრული კონტროლი, კოორდინაცია და სამუშაო გრაფიკის მართვა.
  • ცხობის ყველა ეტაპის მკაცრი ზედამხედველობა — დაწყებული ნედლეულის მომზადებიდან, მზა პროდუქციის მიღებამდე.
  • წარმოების პროცესში გამოყენებული ინგრედიენტებისა და მზა ნაწარმის მკაცრი აღრიცხვიანობისა და კონტროლის წარმოება.
  • პროდუქციის მაღალი ხარისხის სტანდარტებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უპირობო დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მთავარ მცხობელად, ტექნოლოგად ან საცხობის მენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი დადასტურებული გამოცდილება.
  • ცხობის ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ტიპის ცომეულის (პურ-ფუნთუშეული / საკონდიტრო ნაწარმი) რეცეპტურების სიღრმისეული ცოდნა.
  • გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მკაცრი აღრიცხვიანობის წარმოების უნარი.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტულ და მაღალ ანაზღაურებას.
  • შესაძლებლობას, დანერგოთ თქვენი ხედვა და განავითაროთ საწარმოს ასორტიმენტი.
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 77 77 00

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs