Skip to main content
ზაფრანა ბეიქერი
ზაფრანა ბეიქერი

მცხობელი

თბილისიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
Full-time1-2 years
₾70 - ₾80 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

15 hours ago3 views

Description

საკონდიტრო - საცხობი "ზაფრანა ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 07:30 - 16:30 და 11:00-20:00 (ერთი დღე პირველი ცვლა, მეორე დღე - მეორე ცვლა)
ანაზღაურება: დღეში 70-დან 80 ლარამდე გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისად. 
მისამართები: ბოგდან ხმელნიცკის 1; კოსტავას 74

ნაცხობი პროდუქციის მომზადება, შეკვეთების სრულყოფილად შესრულება, იმერული და ნახევრადფენოვანი ცომეულის მოზელა, დაფენოვნება, ფორმირება, გამოცხობა და პროდუქტის ხარისხის კონტროლი სტანდარტების სრული დაცვით.
საჭიროებისამებრ მეფარშე-მზარეულის ფუნქციების შეთავსება.
ინგრედიენტების ზუსტი აწონვა სასწორით; რეცეპტურისა და დოზირების ზუსტი დაცვით;
ცომეულის ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურისა და გამოცხობის ზედამხედველობა;
პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
რეცეპტებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
ახალი ნაწარმის შექმნასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა და მარაგების მონიტორინგი;
სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა;
სამუშაო სივრცის, ხელსაწყოებისა და დანადგარების სისუფთავის შენარჩუნება;
პროდუქციის შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა.

მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პუნქტუალურობა
კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
გუნდური მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
დროულ ანაზღაურებას.
მეგობრულ გუნდსა და თანამშრომლობის შესაძლებლობას.




Similar jobs