ვაკანსია - ოჯახის დამხმარე / ძიძა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში.
ძირითადი მოვალეობები:
• ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება;
• ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
• პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე;
• ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება.
• ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება.
სასურველია:
• ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება;
• პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება;
• წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია;
• საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება.
• სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი
• სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით. საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ
[email protected] და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ასევე მიუთითეთ, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი.