ვაკანსია: ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
სამუშაო განაკვეთი:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
• გამოცდილება ოჯახის დამხარედ.
• საჭმლის მომზადება: ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საკვების მომზადების ტექნიკის ცოდნა. პროდუქტების დახარისხებისა და სწორად გამოყენების უნარი. რეცეფტის არცოდნის შემთხვევაში ინტერნეტით მოძიების უნარი.
• დალაგება: ხარისხიანად და აკურატულად დალაგების უნარი. სისუფთავის შენარჩუნების უნარი.
• დროის მართვა: აუცილებელია დისციპლინირებული მიდგომა. დროის სწორად განაწილების უნარი, რომ ყველა დავალება ეფექტურად და დროულად შესრულდეს.
• სარეცხის მართვა: სარეცხის სწორად გარეცხვა და მოვლა, ქსოვილების სპეციფიკაციების ცოდნა.
• ტექნიკური კომპეტენტურობა: საოჯახო ტექნიკის გამოყენების ცოდნა ან სურვილი სწრაფად შესწავლის. კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკის ინსტრუქციების მოძიება და სწორი გამოყენება.
• სხვა სახლის მოვლასთან დაკავშირებული საკითხების, ეფექტურად გადაჭრის უნარი, როგორებიცაა: ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება, გამოყენებადი ნივთების მარაგების კონტროლი და სხვა.