კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას
ონლაინ გაყიდვების თანამშრომელის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი;
- მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი;
- სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა;
- ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00), კვირა — დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
ყურადღება: ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.