Skip to main content
სასტუმრო ხედი
სასტუმრო ხედი

ოთახების დიასახლისი

Full-timeNo experienceთბილისიUrgent
1 day ago6 views

Description

სასტუმრო „ხედი“ აცხადებს ვაკანსიას ოთახების დიასახლისის (Room Attendant /
Housekeeper) პოზიციაზე.

თუ მოგწონთ სისუფთავე, წესრიგი, დეტალებზე ზრუნვა და გსურთ იმუშაოთ
სტუმართმოყვარე, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში, შემოუერთდით
ჩვენი Housekeeping გუნდის წევრებს.

ძირითადი მოვალეობები:
  •  სასტუმროს ნომრების სრულყოფილი დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
  •  გამგზავრებული სტუმრის შემდეგ ნომრის მომზადება ახალი სტუმრის მისაღებად;
  •  დაკავებული ნომრების ყოველდღიური დასუფთავება;
  •  აბაზანის, ავეჯის, იატაკის, ტექსტილისა და სხვა ინვენტარის მოვლა;
  •  ნომერში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის ვიზუალური შემოწმება;
  •  სტუმრის მიერ დატოვებული ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა;
  •  თეთრეულის მიღება, ჩაბარება და მარაგების კონტროლი;
  •  სამუშაო სივრცისა და საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  •  სანიტარული, ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  •  აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  •  ეფექტური თანამშრომლობა Front Office, ტექნიკურ და Laundry დეპარტამენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია:
  •  საშუალო განათლება;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ფიზიკური გამძლეობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  დისციპლინა და ორგანიზებულობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

სასურველია:
  •  სასტუმროში Housekeeping მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
  •  სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  •  მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •  კვებას თანამშრომელთა კაფეტერიაში.

სამუშაო ადგილი: სასტუმრო „ხედი“ (ავლაბარი, ქეთევან წამებულის 24)

როგორ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV
ელფოსტაზე: [email protected]
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „ოთახების დიასახლისი“

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

დაკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან     

Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs