
მედიკანა ჰოსპიტალსი
პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
ბათუმიმენეჯმენტი
Full-timeNo experience
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 hours ago25 views
Description
Medicana Health Group-ის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე
თბილისსა და ბათუმში.
ვეძებთ პროფესიონალ, პასუხისმგებლიან და პაციენტზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მათი მკურნალობის პროცესის კოორდინაციას საქართველოსა და თურქეთის კლინიკებს შორის.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტებთან პირველადი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, მოწესრიგება და შესაბამის ექიმებთან/კლინიკებთან გადაგზავნის კოორდინაცია;
- თურქეთის კლინიკებთან, ექიმებთან და საერთაშორისო პაციენტების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- კონსულტაციების, კვლევებისა და მკურნალობის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- პაციენტისთვის მკურნალობის გეგმის, პროფორმა ინვოისისა და სხვა საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
- პაციენტის პროცესის მონიტორინგი პირველადი მომართვიდან მკურნალობის დასრულებამდე;
- CRM სისტემაში პაციენტების მონაცემებისა და კომუნიკაციის სწორად წარმოება;
- პაციენტის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა;
- სამედიცინო და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პიროვნული უნარები
- სამედიცინო განათლება — აუცილებელია;
- თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
- თურქულ ენაზე სამედიცინო კომუნიკაციის თავისუფლად წარმოების უნარი — აუცილებელია;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
- ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი ცოდნა;
- სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა;
- სამედიცინო ტურიზმის ან საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებთან და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი;
- რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
პიროვნული უნარები
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი,
- ემპათიური და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა,
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
- ორგანიზებულობა,
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ
სამუშაო ადგილი: თბილისი / ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
- ულიმიტო სატელეფონო/საკომუნიკაციო პაკეტს;
- ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სამედიცინო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას — ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი / ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ:
Patient Relations Manager – Tbilisi ან Patient Relations Manager – Batumi.
Requirements
ენები: ქართული, ინგლისური, თურქული
Similar jobs


From ₾1,200




