Skip to main content
ფინჰაბ ჯორჯია
ფინჰაბ ჯორჯია

პორტფელის მენეჯერი

ბათუმიმენეჯმენტი
Full-timeNo experience
From ₾700 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 hours ago16 views

Description

ჩვენს შესახებ:
„ფინჰაბ ჯორჯია“ წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.

კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!

ჩვენ ვეძებთ პორტფელის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და

კარიერულ წინსვლას.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარიდან)

რას გთავაზობთ?
  • მეგობრული და პროფესიონალრბით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?
  • კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;

გრაფიკში არსებული დებიტორების (მსესხებლების) გადახდების კონტროლი; ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ეფექტიანი მართვა; მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;

პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ; რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის; თანამშრომლობა სამართლებრივ ორგანოებთან, აღმასრულებლებთან და სხვა პარტნიორებთან.

თუ ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი; მიზანდასახული; ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული.
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs