Skip to main content
შაომის ავტორიზებული მისთორი
შაომის ავტორიზებული მისთორი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Full-timeNo experienceთბილისი
From ₾1,500 / month
8 hours ago7 views

Description

Apple-ის ოფიციალური ავტირიზებული ტექნიკის ქსელი iTechnics და ჭკვიანი ტექნიკის ქსელი Mstore აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე, კვირაში ორი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1500 ლარი (Net)

ძირითადი მოვალეობები
  • შემომავალ ზარებზე პასუხი;
  • მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე;
  • კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა;
  • პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
  • მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს
  • ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
  • ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით;
  • შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია;
  • ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს საბაზისო დონეზე;
  • ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია თანამშრომელს სთავაზობს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Requirements

ენები: ქართული

Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs