Skip to main content
მასტერ კოფი
მასტერ კოფი

რეგიონალური მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 day ago19 views

Description

კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯრის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი:
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრთველოს (გარდა თბილისის) რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.

სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00 / ორშაბათი–პარასკევი /;
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული რეგიონების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • დაქვემდებარებული გაყიდვების მენეჯერების გუნდის მართვა, მოტივირება, განვითარება და საქმიანობის კოორდინირება;
  • გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, დასახული გეგმებისა და KPI მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა;
  • მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa ,საცალო,ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან ;
  • არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
  • დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი;
  • კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
  • ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების, მიღწევებისა და განვითარების გეგმების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გუნდის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • HoReCa სექტორში ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ერთ-ერთი უცხო ენის(ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები:
  • ფიქსირებული ხელფასი
  • გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.
  • საწვავით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.
  • საწვავით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგიონალური მენეჯერი ;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;

Requirements

ენები: ქართული
მართვის მოწმობა: B

Similar jobs