Skip to main content
ხოზრევანიძის კლინიკა
ხოზრევანიძის კლინიკა

რეგისტრატორი

ბათუმი
Full-timeNo experience
From ₾1,300 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 hours ago24 views

Description

ხოზრევანიძის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენა ( ცოდნის დონე დააფიქსირეთ რეზიუმეში)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პაციენტებისადმი არაკონფლიქტური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • პაციენტთა რეგისტრაცია და ნაღდი ფულის სალაროში გატარება.
  • სატელეფონო შემომავალ ზარებზე დროული და ამამომწურავი პასუხის გაცემა.
  • სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა.
  • უშუალო ხელძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოცემული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი -კვირა (5 სამუშაო დღე)
  • ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი (საშუალოდ 1300ლ)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ (ს/ნ:445435707) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ ((ს/ნ:445435707) მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შპს „ხოზრევანიძის კლინიკა“ (ს/ნ:445435707) თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს მომავალში შესაძლო დასაქმების შეთავაზების მიზნით;
თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე

Requirements

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Similar jobs