Skip to main content
Globe Auto Shipping Logs
Globe Auto Shipping Logs

საბითუმო გაყიდვების მენეჯერი / B2B

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience
From ₾1,200 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 hours ago35 views

Description

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Globe Auto Shipping Logs ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ -საბითუმო გაყიდვების მენეჯერს B2B!

საინტერესო დეტალები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200, საშუალოდ გამომუშავებული ბონუსი 1500 + ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავტომობილების/მოტოციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვები;
  • მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
  • მომხმარებლების ბაზის გაფართოვება;
  • კონკურენტი კომპანიების მუდმივი მონიტორინგი;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე;
  • კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება,
  • გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში ლოგისტიკისა და აშშ აუქციონების Copart/IAAI მიმართულებით;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო და საქმიანი მიმოწერის დონეზე ცოდნა; სომხური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • საქმის პრიორიტეტებად განაწილება, დროის მართვის უნარი;
  • ზრდაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ
  • კარიერულ ზრდას;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
  • სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ ტრეინინგს სამუშაოს დაწყებამდე;

გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან
  • ტესტირება
  • გასაუბრება

თუ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საბითუმო გაყიდვების მენეჯერი B2B
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Requirements

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური

Similar jobs