Skip to main content
Indigo Cars
Indigo Cars

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Full-timeNo experience
From ₾7,500 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

10 hours ago14 views

Description

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება Indigo Cars-ის ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პროცესში, შეისწავლის სამიზნე ქვეყნებს, მოიძიებს ადგილობრივ პარტნიორებს და ორგანიზებას გაუწევს კომპანიის წარმომადგენლობებისა და ფილიალების შექმნას.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე
პოზიცია ითვალისწინებს საერთაშორისო მივლინებებს;
ანაზღაურება: 7500 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:
  • კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ახალი ქვეყნების და პერსპექტიული ბაზრების მოძიება და შეფასება;
  • სამიზნე ბაზრების, კონკურენტული გარემოსა და ბიზნესშესაძლებლობების ანალიზი;
  • ახალ ქვეყნებში Indigo Cars-ის ბაზარზე შესვლის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • უცხოეთში კომპანიის ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნის პროცესის ორგანიზება;
  • ადგილობრივი ბიზნესპარტნიორების, დილერების, აგენტებისა და წარმომადგენლების მოძიება;
  • პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • საერთაშორისო პარტნიორული ქსელის შექმნა და განვითარება;
  • ადგილობრივ იურიდიულ, ფინანსურ და სხვა პროფესიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია წარმომადგენლობის/ფილიალის გახსნის პროცესში;
  • ახალ ბაზრებზე გაყიდვების არხებისა და B2B პარტნიორული ქსელის განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო გამოფენებში, ბიზნესშეხვედრებსა და მოლაპარაკებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
  • ახალი ბაზრების განვითარების პროგრესის, შედეგებისა და შესაძლებლობების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის მენეჯმენტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების და განვითარების გეგმების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების, ახალ უცხოურ ბაზრებზე კომპანიების გაყვანის, საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ან უცხოეთში ფილიალებისა და წარმომადგენლობების განვითარების მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ავტოინდუსტრიაში, ავტოიმპორტში, საერთაშორისო ლოჯისტიკაში ან მსგავს სფეროში;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების რეალური გამოცდილება;
  • ახალი ბაზრების კვლევისა და ბიზნესშესაძლებლობების შეფასების უნარი;
  • პარტნიორული და სადილერო ქსელების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების სრულად მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა — აუცილებელია;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო მივლინებებისთვის მზადყოფნა. მნიშვნელოვანი მოთხოვნა
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს რეალური და დადასტურებადი გამოცდილება საერთაშორისო ბაზრების განვითარების მიმართულებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა კანდიდატი, რომელსაც პრაქტიკაში უკვე უმუშავია კომპანიის ახალ ქვეყანაში შესვლაზე, საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაზე ან უცხოეთში წარმომადგენლობის/ფილიალის შექმნაზე.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარით;
  • ბიზნესზე და ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების მქონე;
  • პარტნიორებთან ურთიერთობისა და საქმიანი კავშირების განვითარების უნარით;
  • ორგანიზებული, მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი;
  • გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო ბიზნესგარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარით.

რას გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი როლი Indigo Cars-ის საერთაშორისო გაფართოების პროცესში;
  • შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოთ ახალი ქვეყნების ათვისებასა და კომპანიის საერთაშორისო ქსელის შექმნაში;
  • პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • დინამიკური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა. ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;

თუ გაქვთ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება და მონაწილეობა მიგიღიათ კომპანიის უცხოურ ბაზრებზე გასვლის, პარტნიორული ქსელის შექმნის ან წარმომადგენლობების განვითარების პროცესში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია

უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Requirements

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Similar jobs