დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
4 hours ago12 views
Description
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ იწვევს მიზანდასახულ და ენერგიულ კანდიდატებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ აჭარისა და გურიის რეგიონში.
ვაკანსია: სამედიცინო წარმომადგენელი კომპანია: შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ სამუშაო ლოკაცია: აჭარა, გურია სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
სამიზნე აუდიტორიასთან (ექიმებთან და ფარმაცევტებთან) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
კომპანიის პროდუქციის/მედიკამენტების შესახებ ამომწურავი სამეცნიერო ინფორმაციის პროფესიონალური წარდგენა და პრეზენტაცია;
ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგების (Reporting) დროული წარმოება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება (სავალდებულოა);
სამუშაო გამოცდილება: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ფლობა საშუალო (Intermediate) დონეზე;
მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება (სავალდებულოა).
პიროვნული და პროფესიული უნარები:
გამართული ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის სწორად მართვის, თვითორგანიზებისა და პუნქტუალურობის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას (კვარტალური ანაზღაურებით);
პროფესიულ განვითარებას: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებს;
კორპორატიულ პაკეტს (მათ შორის სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფას).
FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Requirements
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B