Skip to main content
APG
APG

სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისირემონტი, მშენებლობა
Full-time1-2 yearsUrgent

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

20 hours ago6 views

Description

UPCO დეველოპმენტი ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც თქვენს ოცნებებს რეალობად აქცევს.

Upco Development აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.



მოვალეობები:
• სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და კალენდარული გრაფიკის შემუშავება;
• სამუშაო პროცესის მართვა და შესრულების ვადების კონტროლი;
• შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნორმების შესაბამისად;
• მუშახელის, სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური რესურსების ეფექტიანი განაწილება და გამოყენების კონტროლი;
• საპროექტო ნახაზების შესაბამისად სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა;
• შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და ანგარიშგებების მომზადება;
• სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის სამუშაოთა წარმოების ჟურნალების აქტების მომზადება;
• სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული გადაჭრა;
• სამუშაო ჯგუფის ეფექტიანი მართვა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.

Requirements

• სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
• სამშენებლო პროცესებისა და სამუშაოების სრული ციკლის ცოდნა;
• სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
• საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
• შესრულებული სამუშაოების აღრიცხვისა და ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

Similar jobs