Skip to main content
ტრიბა კაპიტალი
ტრიბა კაპიტალი

სასესხო ვალდებულებების მართვის სპეციალისტი

თბილისი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

8 hours ago3 views

Description

შპს „ტრიბა კაპიტალი“ — საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტი — აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვადაგადაცილებულ პორტფელში არსებულ მსესხებლებთან და თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
  • ვალდებულების დაფარვის პირობებზე შეთანხმება- საჭიროების შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის შეთავაზება;
  • შეთანხმებული გადახდების კონტროლი;
  • სასესხო პორტფელის სისტემატური დამუშავება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო საათები:
  • ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
  • შაბათი-10:00-14:00 ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

კომპანია ემიჯნება შერჩევის ეტაპზე და შემდგომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs