Skip to main content
რენეკო
რენეკო

საწყობის თანამშრომელი

Full-timeNo experienceთბილისი
From ₾1,250 / month
1 day ago4 views

Description

2012 წლიდან „რენეკო“ წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მოქმედ, მზარდ კომპანიას, რომელიც აგროინდუსტრიისა და კვების პროდუქტების მიმართულებით საქმიანობს. კომპანია აერთიანებს დისტრიბუციას, საბითუმო ვაჭრობასა და სხვადასხვა ბრენდს, მათ შორის არის „ჩემი მარაგი“. „ჩემი მარაგი“ არის საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიზანია ხარისხიანი პროდუქციის მარტივად და კომფორტულად ხელმისაწვდომობა — მომხმარებლისთვის დროის, ენერგიისა და რესურსების დაზოგვა.  დღეს „რენეკო“ აქტიურად იზრდება და ეძებს პროფესიონალ, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია „რენეკო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
დაბრუნების საწყობში.

ძირითადი მოვალეობები:
  •  საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული პროდუქციის (ჩირეული, თხილეული, ბურღულეული, მარცვლეული) კონტროლი;
  •  დაბრუნებული პროდუქციის გადარჩევა;
  •  ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
  •  პერიოდულად  საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული პროდუქციის აღწერა.

პიროვნული თვისებები:
  •  დისციპლინირებულობა;
  •  შრომისმოყვარეობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  პასუხისმგებლიანობა.
 
სამუშაო  პირობები:
  •  სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
  •  სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  •  ანაზღაურება: 1250 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  „სათაურის“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება
დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური
მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.

Apply for this job

Send your CV straight to the employer.

Similar jobs