Skip to main content
g
givi

საწყობის თანამშრომელი / პროდუქციის დამხმარე მაღაზიაში

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
Full-timeNo experience
₾1,500 - ₾1,501 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

18 hours ago11 views

Description

კვადრო და მოტოტექნიკის მაღაზია (მისამართი: კახეთის გზატკეცილი 159, აეროპორტის ხიდებთან) ეძებს თანამშრომელს.

მნიშვნელოვანია: არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი მექანიკოსი ან ხელოსანი. სამუშაო საკმაოდ მარტივია და ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

• ყუთებიდან პროდუქციის ამოღება და კვადროციკლების მარტივი დეტალების აწყობა. სამუშაო რთული არ არის — თუ ინსტრუმენტებთან შეხება გქონიათ და ელემენტარულად მათი გამოყენება შეგიძლიათ, მარტივად გაუმკლავდებით.

• მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგება და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება.

• საჭიროა იყოთ აქტიური, სწრაფი და ენერგიული — ადამიანი, რომელიც ხედავს გასაკეთებელ საქმეს და მუდმივად მითითებას არ ელოდება.

• როდესაც მაღაზიაში შემოვა მომხმარებელი, უნდა შეგეძლოთ მასთან ნორმალური კომუნიკაცია, პროდუქციის შესახებ ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება და მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. დეტალურ ტექნიკურ საკითხებს ადგილზე გასწავლით.

მოთხოვნები:

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
• შრომისმოყვარეობა და აქტიურობა;
• ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
• მომხმარებელთან თავისუფლად და თავაზიანად კომუნიკაციის უნარი;
• ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00 საათამდე
კვირაში 2 დღე დასვენება.

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 555 86 88 66

Benefits

სამუშაო პირობები:
• ანაზღაურება 1500 ლარი;
• სამუშაო გრაფიკი კვირაში ორი დღე დასვბენება;
• სამუშაო საათები 09:00 დან 18:00 სთ მდე;
• მისამართი: კახეთის გზატკეცილი #159
• დეტალურ ინფორმაციას ადგილზე სამსახურის უფროსი გაგაცნობთ.

Similar jobs