დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
6 hours ago22 views
Description
შპს "გოლდ პაკი" 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 1500-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული ადამიანური რესურსების მართვაპროდუქციით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
შემოსული შეკვეთების გამზადება, შესაბამისი ზედნადებების მიხედვით აგროვება და მანქანაში სწორად დატვირთვა.ს
საწყობში შემოსული ტვირთების დროული აღწერა, აღრიცხვა და დასაწყობება
საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული აღმოჩენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
საწყობში პროდუქციის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლიანობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-დან 17:00-მდე, ან ნახევარი განაკვეთი - 09:00-დან 13:00-მდე ან 13:00-დან 17:00 მდე
ანაზღაურება: სრული განაკვეთი -1500 ლარი; ნახევარი განაკვეთი - 750 ლარი
ადგილმდებარეობა - თბილისი, ჭყონდიდელის 56
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.