სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატის ძიებას შემდეგ ვაკანსიაზე:
შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
1. მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
2. ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
3. ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
4. პასუხისმგებლიანი.
5. ყურადღებიანი.
6. პუნქტუალური.
7. შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
1. მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
2. მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
3. შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
4. წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
5. სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1470 ლარი ხელზე ან 8,79 ლარი საათში. სწავლების პერიოდის - 1 თვის განმავლობაში - 1400 ლარი ხელზე ან 8,37 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).