Skip to main content
ნატალი ჯგუფი
ნატალი ჯგუფი

სპა ადმინისტრატორი

თბილისისილამაზის სალონი, სპა
Full-time1-2 years
From ₾100 (see listing for pay period)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

21 hours ago2 views

Description

ნატალი ჯგუფი აცხადებს სპა ადმინისტრატორის ვაკანსიას

ნატალი ჯგუფის შესახებ
ნატალი ჯგუფი წარმოადგენს სილამაზის, ესთეტიკისა და ველნეს ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან მრავალპროფილურ კომპანიას საქართველოში, რომელიც 30 წელზე მეტი გამოცდილებით აერთიანებს სილამაზისა და ველნეს ცენტრებს, ესთეტიკური მედიცინის მიმართულებას, პროფესიულ აკადემიას, SPA-ს და პროფესიული კოსმეტიკისა და ტექნოლოგიების დისტრიბუციას. კომპანია თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Germaine de Capuccini, Framesi, DEKA, Maletti და Nilo. ნატალი ჯგუფი გამოირჩევა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უმაღლეს ხარისხს და მუდმივ განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სპა ცენტრის სტუმრების დახვედრა, კონსულტაცია და მომსახურების სრული ციკლის უზრუნველყოფა მაღალი სტანდარტების შესაბამისად;
  • ჯავშნების მართვა, ვიზიტების დაგეგმვა და ეფექტური კომუნიკაცია როგორც კლიენტებთან, ასევე გუნდის წევრებთან;
  • სპა მომსახურებების, აქციებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ხელშეწყობა;
  • კლიენტების უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
  • დოკუმენტაციის, სალაროს ოპერაციების და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • სპა სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და პროფესიული გარემოს შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • სასურველია 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სილამაზის სალონში, სპა ცენტრში ან მომსახურების სფეროში;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ინოვაციურ და განვითარებად კომპანიაში;
  • პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და მოტივაციის სისტემას;
  • თანამედროვე სამუშაო სივრცეს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუშაო პირობებს;
  • ბონუსურ სისტემას.

Benefits

ბონუსები:
ბონუსური სისტემა.

Similar jobs