Skip to main content
შპს  ტაქსოპარკი N1
შპს ტაქსოპარკი N1

ტექნიკოსის დამხმარე-სტაჟიორი

თბილისიავტო-სერვისი
Full-time1-2 years
₾1,500 - ₾10,000 / month

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

14 hours ago8 views

Description

„თბილისის ტაქსოპარკი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის დამხმარის (სტაჟიორის) პოზიციაზე, საკუთარი ავტოპარკისა და განვითარებადი ავტოსერვისის გუნდისთვის.

თუ ავტომობილები და ტექნიკა გაინტერესებს და გინდა პროფესიის სწავლა — გამოცდილება აუცილებელი არ არის.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკოსის დახმარება ავტომობილების შემოწმებისა და შეკეთების პროცესში;
  • მარტივი ტექნიკური და მექანიკური სამუშაოების შესრულება;
  • ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობა;
  • ხელსაწყოებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
  • ტექნიკოსის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • ავტომობილებით და ტექნიკით დაინტერესება;
  • ტექნიკური აზროვნება;
  • ხელით მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

გამოცდილება აუცილებელი არ არის.

რას ისწავლი სამუშაო პროცესში:

  • ავტომობილის ტექნიკურ შემოწმებას;
  • მექანიკურ და სავალი ნაწილის სამუშაოებს;
  • კომპიუტერულ დიაგნოსტიკას;
  • Toyota Prius-ის ჰიბრიდულ სისტემებს;
  • Tesla-სა და სხვა ელექტრომობილების მოწყობას;
  • მაღალი ძაბვის სისტემებთან უსაფრთხო მუშაობის საფუძვლებს.

რას გთავაზობთ:

  • ადგილზე სწავლებას;
  • ყოველდღიურ პრაქტიკას რეალურ ავტომობილებზე;
  • Tesla/EV მიმართულებით პროფესიულ განვითარებას;
  • მომავალში დამოუკიდებელ ტექნიკოსად გაზრდის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ სამუშაოს.

ანაზღაურება: 1,500 ლარი — გარანტირებული მინიმუმი.
რეალური ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და შედეგებზე და შეიძლება იყოს უფრო მაღალი.

სამუშაო ადგილი: თბილისი  
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით  


CV აუცილებელი არ არის — შეგიძლიათ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ.**

Similar jobs