Skip to main content
თიბისი
თიბისი

თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

თბილისისტაჟირება
Full-timeNo experience

The employer has not provided any contact details.

18 hours ago2 views

Description

შენი პირველი პროფესიული ნაბიჯები შეგიძლია სწორედ თიბისიში გადადგა.

თუ ეძებ შესაძლებლობას, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს, ახლა საუკეთესო დროა, თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას შეუერთდე.

თიბისიში იმუშავებ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან, რეგიონის ლიდერ კომპანიაში, ჩაერთვები რეალურ პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და იმ გამოცდილებას მიიღებ, რომელიც კარიერის დასაწყისშივე შენი მნიშვნელოვანი საყრდენი გახდება.

პროგრამის კურსდამთავრებულთა 70% კარიერას თიბისიში აგრძელებს, რაც ნიშნავს, რომ სტაჟირება შეიძლება შენთვის მხოლოდ პირველი პროფესიული გამოცდილება კი არა, თიბისის გუნდის წევრობის დასაწყისიც გახდეს.

თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ხარ მიზანსწრაფული, გამბედავი და ახალი შესაძლებლობებისთვის ღია – გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე: https://tbcbank.ge/ka/internship-program


Similar jobs