თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ;
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი
ბრენდის სტრატეგიული განვითარება
როგორ იქცევა იდეა ბრენდად, რომელსაც ადამიანები ამჩნევენ და იმახსოვრებენ?
ჩვენი გუნდი მუშაობს თიბისის ბრენდის სტრატეგიაზე, ბრენდულ პროექტებსა და კომუნიკაციაზე. ვქმნით იდეებს, ვგეგმავთ
კამპანიებს და ვზრუნავთ, რომ თიბისის ბრენდის ენა და გამოცდილება სხვადასხვა შეხების წერტილში თანმიმდევრული იყოს.
CIB მიმართულებისთვის ღირებულების შექმნა
როგორ მოვყვეთ ამბავი ბიზნესზე, რომელიც რეალურ გავლენას ქმნის?
ჩვენი გუნდი კორპორატიული საბანკო მიმართულების კომუნიკაციაზე მუშაობს. ვქმნით კონტენტს, ვმართავთ საკომუნიკაციო კალენდარს, ვაშუქებთ კლიენტებისა და მათი ბიზნესების ისტორიებს და ვაორგანიზებთ მასშტაბურ ღონისძიებებსა და კონფერენციებს.
ყოველდღე ვთანამშრომლობთ შიდა გუნდებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან - ამიტომ აქ არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს.
ციფრული პლატფორმების მართვა
გაიგე, როგორ იქმნება და იმართება ციფრული გამოცდილება ათასობით მომხმარებლისა და თანამშრომლისთვის.
Ჩვენ ვმუშაობთ კომპანიის ვებგვერდებისა და სხვა ციფრული არხების ადმინისტრირებაზე, კონტენტის მართვასა და ციფრული გამოცდილების განვითარებაზე. ყოველდღიურად ჩართულები ვართ მომხმარებელზე მორგებულ, საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე.
შიდა კომუნიკაციები და დამსაქმებლის ბრენდი
როგორ იქმნება ადგილი, სადაც ადამიანებს მუშაობა და განვითარება სურთ?
ჩვენი გუნდი მუშაობს თიბისის დამსაქმებლის ბრენდის და თანამშრომლის გამოცდილებაზე — ვქმნით კამპანიებსა და კონტენტს, ვყვებით თანამშრომლების ისტორიებს, ვგეგმავთ ღონისძიებებს და ვზრუნავთ, რომ თიბისიში მუშაობა საუკეთესო გამოცდილებად იქცეს.
ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს ჰქონდეთ ძლიერი კავშირი თიბისისთან, იცოდნენ, რა ხდება ორგანიზაციაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და თავად გახდნენ თიბისის ამბასადორები.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კარიერის საწყის ეტაპზე;
- გაინტერესებს მარკეტინგი, კომუნიკაციები, დამსაქმებლის ბრენდი, HR ან ბრენდის გამოცდილება;
- გაქვს კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- ხარ კრეატიული და გიყვარს იდეების მოფიქრება;
- სწრაფად სწავლობ და მარტივად ეგუები ახალ გარემოს;
- ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი;
- კარგად მუშაობ გუნდთან;
- გინდა AI ინსტრუმენტების გამოყენება — იდეების გენერირებიდან კონტენტის შექმნამდე.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა |
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C4s9T