Skip to main content
თიბისი
თიბისი

თიბისის სტაჟირების პროგრამა - იურიდიული მიმართულება

თბილისისტაჟირება
Full-timeNo experienceUrgent

The employer has not provided any contact details.

19 hours ago4 views

Description

თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ;
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი

მიიღე პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და დოკუმენტაციის მართვაში.

ჩვენი გუნდი კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და საკრედიტო პროცესებზე მუშაობს. ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს, ვაკონტროლებთ საკრედიტო ხელშეკრულებების ადმინისტრირებას, ვაანალიზებთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ვზრუნავთ, რომ ყველა პროცესი კანონმდებლობასა და ბანკის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ვის ვეძებთ?
ვეძებთ დამწყებ იურისტს, რომელიც დოკუმენტებთან ყურადღებით მუშაობს, საკითხების სიღრმისეულად გაანალიზება უყვარს
და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურს.

რას გააკეთებ?
  •  დაეხმარები გუნდს კლიენტებისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ანალიზში;
  •  ჩაერთვები მარტივი შინაარსის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში;
  •  მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის ორგანიზებასა და ფაილინგში;
  •  იმუშავებ საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციასა და ცვლილებებზე.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
  •  ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იურიდიული მიმართულებით;
  •  ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
  •  ფლობ MS Office პროგრამებს — Excel, Word, PowerPoint — მაღალ დონეზე;
  •  გაქვს ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
  •  ხარ გუნდური მოთამაშე და დეტალებზე ორიენტირებული.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა |

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C4ttD 

Similar jobs