Skip to main content
თიბისი
თიბისი

თიბისის სტაჟირების პროგრამა - სამშენებლო რისკების პრევენცია და კონტროლი

თბილისისტაჟირება
Full-timeNo experienceUrgent

The employer has not provided any contact details.

18 hours ago4 views

Description

თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ;
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი

გაეცანი რეალურ სამშენებლო პროექტებს და ისწავლე მათი რისკების შეფასება.

ჩვენი გუნდი მუშაობს მრავალფეროვან სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გუნდი აფასებს პროექტის ბიუჯეტს, ვადებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას, აკვირდება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და ამოწმებს მათ შესაბამისობას დამტკიცებულ პროექტთან. ობიექტებზე ვიზიტებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე გუნდი განსაზღვრავს შესაძლო რისკებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ვის ვეძებთ?
ვეძებთ ანალიტიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ სტუდენტს, რომელსაც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები
აინტერესებს და რეალურ სამუშაო პროცესში ჩართვა სურს.

რას გააკეთებ?
  •  ჩაერთვები სამშენებლო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაო გრაფიკის შესწავლაში;
  •  გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტებსა და სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგში;
  •  დაეხმარები გუნდს შესრულებული სამუშაოების, პროექტის ვადებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში;
  •  მონაწილეობას მიიღებ მონიტორინგის ანგარიშებისა და სამუშაო მასალების მომზადებაში.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
  •  ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  •  ხარ სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა დაკავშირებული მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  •  გაქვს ანალიტიკური უნარები;
  •  გამოირჩევი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და დეტალებზე ორიენტირებულობით;
  •  გაქვს სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
  •  უპირატესობად ჩაითვლება GPA 3+.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა |

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C4tvw

Similar jobs