დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 hours ago17 views
Description
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 9:00–18:00, კვირაში 5 დღე სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა
ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge
ვეძებთ ტექნიკური და ანალიტიკური უნარების მქონე თანამშრომელს ციფრული რეკლამისა და ელექტრონული კომერციის არხების სამართავად.
მოვალეობები:
Meta Ads-სა და Google Ads-ში რეკლამის გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
ციფრულ არხებში კონტენტის განთავსება;
ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე პროდუქტების, ფასებისა და აქციების განახლება;
შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
Meta და Google ads პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
Excel-ის კარგი ცოდნა — ფორმულები, მონაცემების დამუშავება და კრებსითი ცხრილები (Pivot Table);
ანალიტიკური აზროვნება, ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი და დეტალებზე ყურადღება.
პირობები:
კონკურენტული ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: [email protected]