Skip to main content
Point
Point

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

9 hours ago30 views

Description

Point არის უძრავი ქონების მართვის ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც უკვე 4 წელია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სამუშაო სპეციფიკით, პროფესიონალიზმითა და სრული სანდოობით ოპერირებს გაყიდვების სექტორში.

Point-მა ამ მცირე დროში შეძლო მოეპოვებინა 100-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის ნდობა და თავი დაემკვიდრებინა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. ჩვენ შორის არსებული ექსკლუზიური პარტნიორობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოგვარჩევს სხვა ყველა კომპანიისგან.

Point აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:
  • უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა;
  • ექსკლუზიური პროექტების მართვა და გაყიდვების ხელშეწყობა;
  • პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა ბაზების მართვა;
  • სამშენებლო პროექტების შესწავლა;
  • მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე მომხმარებელთა ინფორმირება;
  • ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება.

მოთხოვნები:
  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი);
  • კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მაღალ ანაზღაურებას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს ექსკლუზიურ პროექტებთან.

ანაზღაურება: 1500 – 5000+ ლარი (გამომუშავებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs