p
A new coworking community for professional day traders is opening in Tbilisi[email protected] · თბილისიედლაინი
უმცროსი მედია კონსულტანტი (გაყიდვები)
თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Full-time1-2 years
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
17 hours ago5 views
Description
“პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი სარეკლამო კომპანია „ედლაინი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მედია კონსულტანტის (გაყიდვები) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე - http://adline.ge/?lang=ka-GE
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დამკვეთების მოძიება;
- შესაბამისი პროდუქტების შეთავაზების მომზადება;
- დამკვეთის მომსახურება;
- გაყიდვების სოფტში აღრიცხვიანობა;
- შესრულებული სამუშაოს მონაცემების მიწოდება მენეჯერისთვის;
- რეპორტების მომზადება დამკვეთისთვის;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური;
- გუნდური;
- ორგანიზებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: საბურთალო, თინა იოსებიძის ქ.#49.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: [email protected]
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected], Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას!



