Skip to main content
ქისთოუნ ინვესთმენთს
ქისთოუნ ინვესთმენთს

უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსი

თბილისი
Full-timeNo experience

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 hour ago41 views

Description

Keystone Investments აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსის (Junior Investment Analyst) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)

კომპანიის შესახებ: Keystone Investments არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ფონდის ინვესტიციის პორტფელი მოიცავს კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/.

ძირითადი მოვალეობები:
  • საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიების ფინანსურ ანალიზს;
  • ფინანსური მოდელების მომზადებასა და განახლებას;
  • ბაზრისა და სხვადასხვა სექტორის კვლევას;
  • საინვესტიციო პროექტების IRR, NPV, ROI და სხვა ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას;
  • საინვესტიციო პრეზენტაციებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას;
  • Due Diligence პროცესებში მონაწილეობას;
  • მოქმედი საინვესტიციო პროექტების ფინანსური შედეგების მონიტორინგს.

ვაკანსია ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის III–IV კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით და დაინტერესებული არიან კარიერის განვითარებით ინვესტიციების, Private Equity-ისა და კორპორაციული ფინანსების სფეროში.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება და განვითარების სურვილი. კანდიდატისგან ველით კარგ ანალიტიკურ და რაოდენობრივ უნარებს, Excel-ის კარგ ცოდნას, ინგლისური ენის ცოდნას, პასუხისმგებლობის მაღალ დონესა და ფინანსებისადმი ინტერესს.
პრიორიტეტი მიენიჭება თავისუფალი უნივერსიტეტის, აისეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და უნივერსიტეტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!

Requirements

ენები: ქართული

Similar jobs