გადასახადები
ორი პრაქტიკული კალკულატორი და ყველა ძირითადი განაკვეთი ერთ გვერდზე. ციფრები პირდაპირ საგადასახადო კოდექსიდანაა და თითოეულ მათგანთან მუხლის ბმულია.
დღგ-ს კალკულატორი
დაამატე 18% თანხას ან პირიქით - ამოიღე უკვე ჩადებული დღგ.
- დღგ-ს გარეშე
- 1,000.00 ₾
- დღგ (18%)
- 180.00 ₾
- დღგ-ს ჩათვლით
- 1,180.00 ₾
ყურადღება: დღგ-ს ამოღებისას თანხა იყოფა 1.18-ზე და არ მრავლდება 0.18-ზე. სხვაობა ჯამის დაახლოებით 3%-ია - ინვოისზე ეს რეალური ფულია.
რომელი რეჟიმი გამოგდის იაფი
შეიყვანე წლიური ბრუნვა და ხარჯი - ნახავ, რომელი სტატუსით რამდენს გადაიხდი.
მხოლოდ ინდმეწარმის რეჟიმზე მოქმედებს - იქ იბეგრება მოგება და არა ბრუნვა.
მიკრო ბიზნესი ხელმისაწვდომია 30,000 ლარამდე ბრუნვისას და დაქირავებული პირის გარეშე. მცირე ბიზნესის განაკვეთი 500,000 ლარის გადაჭარბებისას 3%-ზე იზრდება. ეს შედარება საორიენტაციოა და ბუღალტრის კონსულტაციას არ ცვლის.
განაკვეთები და მუხლები
დააჭირე მუხლს და პირდაპირ კანონის ტექსტში გადახვალ.
- საშემოსავლო გადასახადი20%მუხლი 81.1
- დღგ18%მუხლი 166
- დღგ-ს რეგისტრაციის ზღვარი (12 თვე)100 000 ₾მუხლი 165¹
- მიკრო ბიზნესი0% · ≤30 000 ₾მუხლი 84
- მცირე ბიზნესი (ზღვრამდე / ზემოთ)1% / 3%მუხლი 88, 90
- ქირა, გამოქვითვების გარეშე5%მუხლი 81.2
- ბინის ან ავტოს გაყიდვის ნამეტი5%მუხლი 81.3
განაკვეთები წაკითხულია პირდაპირ კანონიდან matsne.gov.ge-ზე. ბოლო გადამოწმება: 2026-08-29
ხშირად დასმული კითხვები - გადასახადები
რამდენია დღგ საქართველოში?
18% (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 166). ეს განაკვეთი ერთიანია და ცალკეული საქონლისთვის შემცირებული განაკვეთი არ არსებობს.
როდის ხდება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულო?
როცა დასაბეგრი ოპერაციების ჯამი ნებისმიერ უწყვეტ 12 თვეში 100 000 ლარს გადააჭარბებს - რეგისტრაციისთვის საგადასახადო ორგანოს 2 სამუშაო დღეში უნდა მიმართო (მუხლი 165¹).
როდის ხდება მცირე ბიზნესის განაკვეთი 3%?
როცა ერთობლივი შემოსავალი 500 000 ლარს გადააჭარბებს (ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმისთვის - 700 000). სტატუსი უქმდება, თუ ზღვარი ზედიზედ ორ კალენდარულ წელს გადაიჭარბა.
ვინ შეიძლება იყოს მიკრო ბიზნესი?
ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულის შრომას არ იყენებს და წლიური ერთობლივი შემოსავალი 30 000 ლარს არ აღემატება (მუხლი 84). ასეთი პირი საშემოსავლო გადასახადს არ იხდის.
როგორ გამოვთვალო დღგ ფასიდან?
თანხა გაყავი 1.18-ზე - მიიღებ დღგ-ს გარეშე ფასს, სხვაობა კი დღგ-ია. 118 ლარიდან დღგ 18 ლარია და არა 21.24. კალკულატორის „დღგ-ს გამოთვლა“ სწორედ ამას აკეთებს.


