ხელშეკრულების ნიმუშები
აირჩიე შაბლონი, შეავსე ველები და დოკუმენტი იქვე, თვალწინ აეწყობა. შემდეგ დაბეჭდე, დააკოპირე ან ჩამოტვირთე. თითოეული შაბლონი კონკრეტულ მუხლზეა აგებული და ეს მუხლი გვერდზევე წერია.
ეს არის შაბლონი და არა იურიდიული კონსულტაცია. დოკუმენტი უნდა მოერგოს შენს კონკრეტულ სიტუაციას - განსაკუთრებით მაშინ, თუ თანხა დიდია, მხარე უცხოური კომპანიაა ან საქმე უძრავ ქონებას ეხება. ხელმოწერამდე ადვოკატს გაასინჯე.
როცა შაბლონი აღარ კმარა
დიდი გარიგება, უძრავი ქონება ან უცხოური მხარე - ასეთ დროს დოკუმენტი ინდივიდუალურად უნდა დაიწეროს. აი, biznesebi.ge-ზე რეგისტრირებული სპეციალისტები.
ხშირად დასმული კითხვები - ხელშეკრულებები
შაბლონები უფასოა?
დიახ, სრულიად უფასოა და რეგისტრაციაც არ სჭირდება. შევსებული მონაცემები მხოლოდ შენს ბრაუზერში ინახება - ჩვენს სერვერზე არაფერი იგზავნება.
ასეთ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს?
დიახ, თუ მხარეებმა ხელი მოაწერეს და შინაარსი კანონს არ ეწინააღმდეგება. ფორმა უმეტეს შემთხვევაში თავისუფალია - მთავარია, არსებითი პირობები ნათლად იყოს ჩაწერილი.
როდის არის ნოტარიუსი სავალდებულო?
უძრავი ქონების ნასყიდობისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ასეთ დროს მარტივი წერილობითი ფორმა საკუთრებას არ გადასცემს - საჭიროა ნოტარიული ფორმა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
რატომ არის დოკუმენტი მხოლოდ ქართულად?
ხელშეკრულება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე უნდა დაიდოს. იურიდიული ტექსტის ავტომატური თარგმანი რისკია და არა მოხერხებულობა, ამიტომ დოკუმენტს მხოლოდ ქართულად ვაგენერირებთ. საჭიროების შემთხვევაში თარგმანი პროფესიონალმა უნდა შეასრულოს.


