ვალუტის კურსი კონკრეტულ თარიღზე
უცხოური ინვოისი იმ დღის ოფიციალური კურსით ითვლება, როცა ოპერაცია მოხდა. აქ ერთ თანხასაც გადათვლი და მთელ თვესაც.
როგორ მუშაობს
- კურსები საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გამოქვეყნებიდანაა, ისე როგორც ის აქვეყნებს.
- შაბათ-კვირას და უქმეზე ახალი კურსი არ ქვეყნდება - ასეთ დღეზე გამოიყენება ბოლო ძალაში მყოფი გამოქვეყნება, და ცხრილში სწორედ ის თარიღი ჩანს.
- ზოგი ვალუტა ეროვნულ ბანკს 10-ზე ან 100-ზე აქვს გამოქვეყნებული - გადათვლა ერთეულზე დაყვანილ კურსზე ხდება, ამიტომ შეცდომა არ დგება.
დღევანდელი კურსი და გრაფიკები ცალკე გვერდზეა.
ვალუტის კურსიხშირი კითხვები
შაბათ-კვირის კურსი?
ეროვნული ბანკი დასვენების დღეს კურსს არ აქვეყნებს. ძალაში რჩება ბოლო გამოქვეყნებული. კალკულატორი სწორედ მას იღებს და გიჩვენებს, რომელი თარიღის კურსი გამოიყენა.
რომელი დღის კურსი უნდა გამოვიყენო?
ზოგადი წესით - ოპერაციის დღის. კონკრეტული შემთხვევა (ავანსი, გადახდის და მიწოდების სხვადასხვა თარიღი) ბუღალტერს დაუზუსტე; ეს ინსტრუმენტი კურსს გაძლევს, აღრიცხვის წესს კი არა.
მთელი თვე ერთად?
დიახ. ჩასვი სია, მიიღებ ცხრილს ჯამით და CSV-ს, რომელსაც Excel-ში გახსნი.


