მთავარ კონტენტზე გადასვლა

გერმანული ენის შესწავლა

თბილისი₾300
ნინა4 თვის წინ

აღწერა

მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში.

ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას.

გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში.
მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც.

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი - 300 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფებში.

სამუშაო საათები

დღეს გაიხსნება· 11:00-ზე
  • ორშაბათი11:00 – 23:00
  • სამშაბათი11:00 – 23:00
  • ოთხშაბათიდღეს11:00 – 23:00
  • ხუთშაბათი11:00 – 23:00
  • პარასკევი11:00 – 23:00
  • შაბათი11:00 – 23:00
  • კვირა11:00 – 23:00
დაწერე შეფასება

შეფასების დასაწერად საჭიროა ავტორიზაცია.

მსგავსი სერვისები

ყველა →