მთავარ კონტენტზე გადასვლა

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში

თბილისიშეთანხმებით
პავლე4 თვის წინ

აღწერა

თუ ემზადებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და გჭირდებათ დახმარება ისტორიაში, გთავაზობთ სრულყოფილ კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

სასწავლო პროცესის შესახებ:

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5-2 საათი.

სასწავლო პროცესი მოიცავს პროგრამის საფუძვლიან დამუშავებას: მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ერთიანი ეროვნული გამოცდების საპროგრამო საკითხებს.

ტესტებზე მუშაობას: თეორიულ მასალასთან ერთად, რეგულარულად ვიმუშავებთ გამოცდების მიმსგავსებულ ტესტებზე, რათა შეძლოთ დროის ეფექტურად განაწილება და დავალებების სწორად შესრულება.

მოკლედ ჩემ შესახებ:

ვარ გამოცდილი პედაგოგი და მკვლევარი, მრავალწლიანი გამოცდილებით.

განათლება: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოვიპოვე ისტორიის ბაკალავრის (2016) და ისტორიის მაგისტრის (2018) აკადემიური ხარისხები. 2018 წლიდან ვარ ისტორიის მიმართულების დოქტორანტი.

პროფესიული გამოცდილება: 2017 წლიდან ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. 2022 წლიდან ვარ თსუ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ისტორიის მასწავლებელი, ასევე, მოწვეული ლექტორი ამავე უნივერსიტეტში.

სამეცნიერო საქმიანობა: ვარ არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი/მონაწილე, რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ორი წიგნის ავტორი („ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)“; "ამერიკული პრესა საქართველოსა და ქართველების შესახებ (XX საუკუნის დასაწყისი)").

ადგილმდებარეობა: ვარკეთილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სამუშაო საათები

დღეს გაიხსნება· 13:00-ზე
  • ორშაბათი13:00 – 20:00
  • სამშაბათი13:00 – 20:00
  • ოთხშაბათიდღეს13:00 – 20:00
  • ხუთშაბათი13:00 – 20:00
  • პარასკევი13:00 – 20:00
  • შაბათი13:00 – 21:00
  • კვირა13:00 – 21:00
დაწერე შეფასება

შეფასების დასაწერად საჭიროა ავტორიზაცია.

მსგავსი სერვისები

ყველა →