მთავარ კონტენტზე გადასვლა

სესხის კალკულატორი

გამოცხადებული განაკვეთი და ნამდვილი განაკვეთი ერთი და იგივე არ არის. საკომისიოები აქ ცალკე ველებია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან სხვაობას.

საკომისიოები

ყოველთვიურად გადაიხდი

471 ₾

ძირი და პროცენტი 471 ₾ + საკომისიო 0 ₾

ეფექტური წლიური განაკვეთი

12.68%

გამოცხადებული: 12.00%

ეფექტური განაკვეთი გამოცხადებულზე მაღალია - სხვაობას საკომისიოები და თვეობრივი დარიცხვა ქმნის. ოფერტების შედარებისას სწორედ ეს ციფრი შეადარე.

  • სულ გადაიხდი11 298 ₾
  • მათ შორის პროცენტი1 298 ₾
  • სესხის ჯამური ღირებულება1 298 ₾

გადახდების გრაფიკი

თვეშენატანიპროცენტიძირინაშთი
14711003719 629
2471963749 255
3471933788 877
4471893828 495
5471853868 109
6471813907 719

როგორ ითვლება

  • ყოველთვიური შენატანი ანუიტეტურია - თანხა უცვლელია, თავიდან პროცენტი ჭარბობს, ბოლოს ძირი.
  • ეფექტური განაკვეთი რეალურ ფულად ნაკადებზე ითვლება: ხელზე მიღებული თანხა (ერთჯერადი საკომისიოს გამოკლებით) და ყველა შენატანი საკომისიოებთან ერთად. თვიური შიდა უკუგება წლიურზე გადაგვაქვს.
  • ეს შეფასებაა შენ მიერ შეყვანილ ციფრებზე. ბანკის საბოლოო ოფერტი დაზღვევას, გირაოს ხარჯს ან სხვა პირობებს შეიძლება შეიცავდეს - ხელშეკრულებას მაინც წაიკითხე.

ხშირი კითხვები

რა არის ეფექტური განაკვეთი?

ის განაკვეთი, რომელსაც რეალურად იხდი, როცა საკომისიოებსაც და თვეობრივ დარიცხვასაც გაითვალისწინებ. 12% წლიური თვეობრივი დარიცხვით უკვე 12.68%-ია, საკომისიოები კი ამას კიდევ წევს ზემოთ.

რატომ არ ემთხვევა ბანკის ციფრს?

ბანკი ეფექტურ განაკვეთში თავის ყველა სავალდებულო ხარჯს დებს - დაზღვევას, შეფასებას, ანგარიშის მომსახურებას. აქ მხოლოდ ის ითვლება, რაც შენ შეიყვანე. ჩაწერე ყველა საკომისიო და ციფრები დაუახლოვდება ერთმანეთს.

რატომ იკლებს პროცენტი დროთა განმავლობაში?

პროცენტი დარჩენილ ნაშთზე ერიცხება. რაც უფრო მცირდება ნაშთი, მით ნაკლები პროცენტია და მით მეტი მიდის ძირზე - შენატანი კი უცვლელი რჩება.

ვადაზე ადრე დაფარვა?

გრაფიკის „ნაშთი" სვეტი გიჩვენებს, რამდენი დაგრჩება ყოველი თვის ბოლოს. სწორედ ეს თანხაა ძირის დასაფარად. წინსწრებით დაფარვის საკომისიო ხელშეკრულებაშია და აქ არ ითვლება.