მთავარ კონტენტზე გადასვლა

შვებულების კალკულატორი

სამი კითხვა ერთად: რამდენი დღე დაგრჩა, რომელ დღეს ბრუნდები სამსახურში და რამდენს მიიღებ. ყველა ციფრს მუხლი ახლავს.

დღეები

კანონი მინიმუმს ადგენს - მუხლი 31.1. ხელშეკრულებამ შეიძლება მეტი მოგცეს.

დარჩენილი ანაზღაურებადი

24

სამუშაო დღე

ანაზღაურების გარეშე

15

კალენდარული დღე

თარიღები

ბოლო დღე

18 სექ, 2026

სამსახურში ბრუნდები

21 სექ, 2026

სულ მოიცავს

14 კალენდარული დღე

შვებულება სამუშაო დღეებში ითვლება, ამიტომ შიგნით მოხვედრილი შაბათ-კვირა და უქმე დღე დღეს არ ჭამს. უქმეები აღებულია შრომის კოდექსის მუხლი 30-იდან.

საშვებულებო ანაზღაურება

მუხლი 36: ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან; თუ ფიქსირებულ თვიურ ხელფასს იღებ - ბოლო თვის მიხედვით.

  • საანგარიშო თვიური ბაზა1 500 ₾
  • დღიური (22 სამუშაო დღე თვეში)68.18 ₾
  • საშვებულებო, ბრუტო682 ₾

ეს ბრუტო თანხაა. ხელზე რამდენი დარჩება, ხელფასის კალკულატორში ნახე - საშემოსავლო და საპენსიო აქედანაც იქვითება.

რას ამბობს კანონი

ყველა ციფრი წაკითხულია პირველწყაროდან. მუხლზე დაჭერით პირდაპირ ტექსტში გადახვალ.

  • ანაზღაურებადი შვებულება, წელიწადში სულ მცირე24 სამუშაო დღემუხლი 31.1
  • ანაზღაურების გარეშე შვებულება, წელიწადში სულ მცირე15 კალენდარული დღემუხლი 31.2
  • მძიმე/მავნე/საშიშპირობებიან სამუშაოზე დამატებით+10 კალენდარული დღემუხლი 31.3.ა
  • საშვებულებო ანაზღაურების ბაზაწინა 3 თვის საშუალო, ან ბოლო თვე ფიქსირებულზემუხლი 36
  • რა ითვლება შვებულების უფლების ვადაშიფაქტობრივად ნამუშევარი დრო და დამსაქმებლის ბრალით მოცდენამუხლი 34

განაკვეთები წაკითხულია პირდაპირ კანონიდან matsne.gov.ge-ზე. ბოლო გადამოწმება: 2026-09-05

ხშირი კითხვები

რამდენი დღე მეკუთვნის?

კანონი წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღეს ადგენს (მუხლი 31.1). ეს მინიმუმია - ხელშეკრულებამ შეიძლება მეტი მოგცეს, ნაკლები კი არა.

უქმე დღე შვებულების დღეს მჭამს?

არა. შვებულება სამუშაო დღეებში ითვლება, უქმე დღე კი სამუშაო დღე არ არის. კალკულატორი ამას თვითონ ითვალისწინებს და დაბრუნების თარიღს შესაბამისად წევს.

როგორ ითვლება საშვებულებო?

მუხლი 36-ის მიხედვით: შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან; თუ ფიქსირებულ თვიურ ხელფასზე ხარ - ბოლო თვის მიხედვით. დღიურ განაკვეთს თვის სამუშაო დღეებზე ვყოფთ და არა 30-ზე.

როდიდან მეკუთვნის შვებულება?

მუხლი 34 განსაზღვრავს, რა ითვლება შვებულების მოთხოვნის უფლების ვადაში: ფაქტობრივად ნამუშევარი დრო და დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენა. არასაპატიო გაცდენა და 7 სამუშაო დღეზე მეტი ანაზღაურების გარეშე შვებულება არ ითვლება.

ანაზღაურების გარეშე შვებულება?

წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღე (მუხლი 31.2). აღებამდე დამსაქმებელს წინასწარ უნდა შეატყობინო (მუხლი 33).