თუ გსურთ კარიერის დაწყება საოფისე და ადმინისტრაციულ სფეროში, ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა! თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოში, საბურთალოს გულში, გეძლევათ შანსი გახდეთ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული და ორგანიზებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება საოფისე საქმიანობაში.
მოვალეობები:
• სოციალური ქსელების მართვა რეკლამირება ინფორმაციის მოგროვება ზარებზე პასუხი;
• ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა და ორგანიზება;
• დოკუმენტაციის მართვა, არქივირება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
• შიდა და გარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებთან და პარტნიორებთან;
• შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
• ოფისის მარაგების კონტროლი და საჭირო რესურსების დროული უზრუნველყოფა;
• მომხმარებელთა და სტუმრების მიღება, ინფორმაციის მიწოდება;
• მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.