მთავარ კონტენტზე გადასვლა
GLB Logistics
GLB Logistics

ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾2 000-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 საათის წინ4 ნახვა

აღწერა

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია GLB ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტს.

საინტერესო დეტალები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ოფისი: 15:00-20:00 საათი
სახლიდან 21:00-00:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტოდილერების მოთხოვნების შესაბამისად შესაბამისი ავტომობილების მოძიება და შერჩევა.
  • ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის, კომპლექტაციის, გარბენისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციის შესწავლა.
  • ავტომობილების ფასების კვლევა და საბაზრო ღირებულების შეფასება.
  • ავტომობილების შეძენის მიზანშეწონილობის შეფასება ფასის, მდგომარეობისა და მოთხოვნის გათვალისწინებით.
  • პოტენციური რისკების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება.
  • შერჩეული ავტომობილების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ავტოდილერებისთვის შეთავაზება.
  • ავტოდილერებთან და ავტომობილების მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
  • მიმდინარე შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა — სამუშაო კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოძიებისთვის.
  • ინგლისური ენის ცოდნა — ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლისთვის.
  • კომპიუტერთან მუშაობისა და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების საბაზისო უნარები.
  • ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის შედარებისა და შეფასების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა.
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ
  • კარიერულ ზრდას;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
  • სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ტრეინინგს სამუშაოს დაწყებამდე;

გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
  • ტესტირება
  • გასაუბრება

თუ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მოთხოვნები

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები