მთავარ კონტენტზე გადასვლა
Kopi
Kopi

ბარისტა - ბათუმი

ბათუმიმიმტანი, ბარმენი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

22 საათის წინ2 ნახვა

აღწერა

"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.

კომპანია "KOPI" იწვევს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბარისტა

ძირითადი მოვალეობები:
  •  ჩვენი სტანდარტების შესაბამისად ყავის და ბარის სასმელების მომზადება;
  •  ბარის მენიუს, ყავის მარცვლების და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
  •  სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  •  სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის გააზრება და საჭირო რეაგირება.

რას ველით შენგან:
  •  სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში — უპირატესობად ჩაითვლება;
  •  გუნდური და კომუნიკაციის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  მოწესრიგებული და ენერგიული მენტალიტეტი.

ჩვენ გთავაზობთ:
  •  ტრენინგები და პრაქტიკული სწავლებას;
  •  კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  •  კვებას;
  •  სპეციალური ფასდაკლება Kopi-ს პროდუქციაზე;
  •  მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს.

სამუშაო პირობები:
  •  სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე;
  •  სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8.

თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "კოპი შოპი" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით (ბარისტა) — შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

მსგავსი ვაკანსიები